logo
ENG



დოლიძე: შეიძლება, იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს საიმპიჩმენტო მდგომარეობას სპეციალურად უქმნიდეს

05 ნოე 201917:00
3 წუთის საკითხავი
 
wmcqj1hsvwj77wp.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაწვევა, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი გახდეს.

დოლიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს საბჭოს წევრის გაწვევის უფლება კონსტიტუციით არ აქვს, მისი ჩამოშორება კი საბჭოს მოსამართლე წევრებს, კრიტიკული აზრის ჩასახშობად სჭირდებათ.

„თუ პრეზიდენტი საბჭოს წევრს გაიწვევს, ეს იქნება კონსტიტუციის მიღმა ქმედება. ამ შემთხვევაში, შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭო სპეციალურად ქმნიდეს ისეთ სიტუაციას რომ პრეზიდენტმა თავი საიმპიჩმენტო მდგომარეობაში ჩაიგდოს. მთავარი რაც დავინახე, ცალსახად თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მოსაზრება კლანთან. მეტი დარწმუნება არ მჭირდება, რომ კლანი ახმოვანებს "ქართული ოცნების" ინტერესებს. კრიტიკულად მოსაუბრე ადამიანები „ქართლ ოცნებას" არ ჭირდება," - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს წარუდგინა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 


close დახურვა