logo
ENG



დოლიძე: ხელისუფლებამ უნდა გვითხრას რა არის მისი გენგეგმა

20 აპრ 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა წარუდგინოს საზოგადოებას მოქმედების კონკრეტული გეგმა.

დოლიძის თქმით, ხელისუფლება დღის წესრიგს არ ამბობს, რადგან ეშინია, რომ ვერ შეასრულებს მას.

„ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და გვითხრას, რა არის მისი გენგეგმა, როგორც ცნობილ სიმღერაშია. მას შეუძლია სამი სცენარი მაინც გვითხრას, როგორ განვითარდება მოვლენები და ის ამას არ აკეთებს, მოსწონს ვითარებით მანიპულირება. დღის წესრიგს არ გვეუბნება, რადგან ეშინიათ, რომ ვერ შეასრულებენ“, - განაცხადა დოლიძემ.


close დახურვა