logo
ENG



დოლიძე ცესკოს შესწორებულ მონაცემებზე: ხალხის ბედით თამაშობთ, ამის ფასს გადაიხდით

01 ნოე 202021:01
3 წუთის საკითხავი
 
i2num8mnilrujko.jpg

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე Facebook-ზე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მონაცემების ჩასწორებას, რის შემდეგაც მას ზურაბ ჯაფარიძემ გადაასწრო და აცხადებს, რომ ცესკო-ს ნდობა არ აქვს და  ხალხის ბედით თამაშობს.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება. რასაც გამოეხმაურნენ მედია საშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით", - წერს დოლიძე.

თავდაპირველად, ოლქის ყველა უბნის მონაცემით, ცესკოს შედეგებით ანა დოლიძე ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით უსწრებდა და მეორე ტურში გადიოდა. 

ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ რომ დიდუბე ჩუღურეთის ოლქში ერთი შესწორების ოქმის მონაცემი შეყვანილი არ იყო. მისივე თქმით, მას ამ  14 529 ხმა უნდა ჰქონოდა.

მოგვიანებით, ცესკომ მონაცემში შესწორება შეიტანა და ზურაბ ჯაფარიძემ კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

განახლებული წინასწარი მონაცემებით კი შედეგები ასეთია: 

გია ვოლსკი, ქართული ოცნება - 42,69% (29 414 ხმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი - 21,09% (14 529 ხმა)

ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 20,96% (14 438 ხმა)


 


close დახურვა