![oeinfr71svhkznd.jpg](/uploads_script3/news/oeinfr71svhkznd.jpg)
ამერიკის ღია პიროველობის ფინალში, ერთმანეთს დომინიკ ტიმი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირსპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, საბოლოოდ კი ტიმის გამარჯვებით დასრულდა.
ავსტრიელმა სპორტსმენმა თითქმის წაგებული მატჩი შემოაბრუნა, სეტებს შორის 0-2 ჩამორჩენის შემდეგ ძალები მოიკრიბა და მეტოქე 5 სეტში დაამარცხა. ტიმმა დიდი სლემის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.
ამასთან, ის 1949 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე ორსეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.