logo
ENG



დონალდ ტრამპი: ქვეყანას კანონი და წესრიგი სჭირდება

04 ივნ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანას კანონი და წესრიგი სჭირდება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა „ნიუსმაქსთან" სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.

შონ სპაისერთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საზარელი უწოდა და განმარტა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. ყოფილ პრესსპიკერთან ინტერვიუს დროს ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად სამხედრო ძალებს გამოიყენება. შეერთებულ შტატებში  მეცხრე დღეა საპროტესტო ტალღა არ ცხრება. 

„ქვეყანას კანონი და მისი აღსრულება სჭირდება, რადგან არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მზაკვრული მიზნებისთვის იყენებენ. რაც შეეხება სამხედრო ძალების გამოყენებას, არ ვფიქრობ რომ ეს დაგვჭირდება, თუმცა დამოკიდებულია განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენს ქალაქებში უსაფრთხო გარემო გვჭირდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.


close დახურვა