სოციალური ქსელი "ტვიტერის" გადაწყვეტილება, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის სპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, რეკლამის ეს ფორმა ეფექტიანი არ არის.
"ტვიტერი" 22 ნოემბრიდან პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს. მიკრობლოგის ხელმძღვანელობის განმარტებით, ინტერნეტში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა საფრთხის შემცველია, რადგან მისი გამოყენება არჩვენების დროს ზეგავლენის მოსახდენად არის შესაძლებელი, რასაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. კომპანიაში აცხადებენ, რომ არ აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ "ტვიტერის" გამოყენებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღკვვეთონ.