logo
ENG



დონალდ ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს

06 ნოე 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
ja8dazizwt8u7wa.png

დონალდ ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს. აღნიშნულს ადასტურებს კენტუკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის გაიმარჯვება.

ენდი ბეშირმა მოქმედი გუბერნატორი, რესპუბლიკელი მეტ ბევინი მინიმალური სხვაობით დაამარცხა. პარალელურად, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, დემოკრატებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაზე. მინისისპის შტატში გუბერნატორის პოსტი რესპუბლიკელმა კანდიდატმა შეინარჩუნა.

ექსპერტების შეფასებით, შედეგები მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობას ასახავს.


close დახურვა