logo
ENG



დონალდ ტრამპი კვლავ მედიას აკრიტიკებს

26 აპრ 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი კვლავ მედიას აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ყოველდღიური პრესკონფერენცია აღარ ჩაუტარებია. სანაცვლოდ ტრამპმა ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ ჟურნალისტები მას მტრულ შეკითხვებს უსვამენ და სიმართლეს არ აშუქებენ, ამიტომ ბრიფინგები დროდ და ძალისხმევად არ ღირს.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს, დაღუპულთა რაოდენობა კი 55 ათასს უახლოვდება. ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, ტესტირების უფლებას 5 ათასამდე აფთიაქსაც მისცემენ. მიზანი კი დღეში 40 ათასამდე ტესტის ჩატარება იქნება. 


close დახურვა