დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ საიმპიჩმენტო გამოძიებას კვლავ აკრიტიკებს.
მისისიპიში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მას უჭერს მხარს, დემოკრატები კი ყველაფერს აკეთებენ მის გადასაყენებლად.
ტრამპმა პოლიტიკურ ოპონენტებს კორუმპირებულები და სამარცხვინოები უწოდა. საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში საჯარო მოსმენები კონგრესის დაზვერვის კომიტეტში, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება. მომავალ კვირაში 9 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.