დონალდ ტრამპი მისთვის სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ტვიტერის" გვერდი, მედიისგან განსხვავებით, საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "ეი ბი სი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპის თქმით, აცნობიერებს რომ შესაძლოა მისმა ტვიტებმა იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მუშაობა გაურთულონ, თუმცა ეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებირებაში ხელს ვერ შეუშლის.
განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ტვიტები მიმდინარე გამოძიებების შესახებ უწყებას მუშაობაში უშლიდა ხელს, შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.