დონალდ ტრამპი ნატოს დაფინანსების შემცირებას აპირებს. გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატები ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის კოლექტიურ ბიუჯეტში ფულად შენატანს 22 იდან 16-პროცენტამდე შეამცირებს. პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დანაზოგს შეერთებული შტატები ევროპაში სხვა პროგრამებს მოახმარს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაშიც.
ნატოში აცხადებენ, რომ ხარჯების განაწილების ახალ მოდელზე მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების მიხედვით, შეერთებული შტატების დაფინანსების წილი მცირდება. მაგრამ ხარჯებს ზრდიან ევროპელი მოკავშირეები და კანადა.