ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ნიუ-იორკ თაიმსს" უჩივის. შეერთებული შტატების საარჩევნო შტაბმა სარჩელი მისი სახელით უკვე შეიტანა. ქვეყნის პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას ჭორებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. სარჩელის მიზეზი პუბლიკაცია გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2016 წელს რესპუბლიკელი კანდიდატის შტაბს შესაძლოა კრემლთან ორმხრივი მომგებიანი გარიგება დაედო. 8-ვერდიან დოკუმენტში, რომელიც ნიუ იორკის სასამართლომ მიიღო, წერია, რომ "ნიუ-იორკ თაიმსი" თავისი სტატიებით გასული წლის ნოემბერში კონგრესის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკ თაიმსს უჩივის
27 თებ 202012:02
3 წუთის საკითხავი