logo
ENG



დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზშიც იმარჯვებს

24 იან 202409:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/dipcvff4m62ylr8.jpg

დონალდ ტრამპმა შტატ ნიუ-ჰემფშირში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილია, რომელმაც დაიფიცა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.

"ეს რბოლა კიდებ შორსაა დასრულებისგან", - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს და ტრამპს მასთან დებატში მონაწილეობა შესთავაზა:

"მებრძოლი ვარ და ახლა უკანასკნელები ვართ, ვინც ტრამპის გვერდით ვდგავართ".

თავის მხარდამჭერებთან ტრამპმა ჰეილიზე მითითებით თქვა, რომ ის "თვითმარქვიაა":

"ისე წარმოთქვამს სიტყვას, თითქოს გაიმარჯვა. მან ვერ გაიმარჯვა. ის დამარცხდა... ძალიან ცუდი ღამე ჰქონდა".

Edison Research-ის მონაცემების თანახმად, ხმების 57%-ის დათვლით, ტრამპი 54,4%-ით ლიდერობს.

1976 წლის შემდეგ ტრამპი გახდა პირველი რესპუბლიკელი, რომელმაც კონკურენტული ხმები მოიპოვა როგორც აიოვას შტატში, სადაც მან რვა დღის წინ კოკუსში გაიმარჯვა, ისე ნიუ-ჰემფშირში.

შემდეგი რესპუბლიკური არჩევნები 24 თებერვალს სამხრეთ კაროლინაში იქნება, სადაც ნიკი ჰეილი დაიბადა და ორი ვადით გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. 5 მარტს კი იქნება "სუპერ სამშაბათი", როდესაც ერთდროულად 15 შტატისა და ერთი ტერიტორიის რესპუბლიკელები მისცემენ ხმას.

გარდა ამისა, სამშაბათის კენჭისყრა ტრამპისა და ჰეილის პირველი პირისპირ ბრძოლა იყო, რადგანაც ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც ტრამპის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, კანდიდატურა მოხსნა და ტრამპს დაუჭირა მხარი.


close დახურვა