logo
ENG



დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიპ ერდოღანს შეხვდა

14 ნოე 201908:52
3 წუთის საკითხავი
 
8e42v87yzdahm54.png

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო მოსმენას ეხმაურება და მას "ალქაჯებზე ნადირობას" უწოდებს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. რეჯეფ თაიპ ერდოღანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შეჯამებისას, დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებებს პოზიტიური, თუმცა რთული უწოდა. მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა იყო და ამ საკითხე მოლაპარაკეკები მომავალშიც გაგრძლედება. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა სირიაში კონფლიქტის გადაწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება. ერდოღანის თქმით, მან დონალდ ტრამპს დაუბრუნა ის წერილი, რომელშიც ამერიკელმა კოლეგამ მას მოუწოდა, არ ყოფილიყო სულელი. ამ შინაარსის წერილი ამერიკის პრეზიდენტმა ერდოღანს ოქტომბერში, სირიაში ქურთების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაუგზავნა.

 


close დახურვა