დონალდ ტრამპი უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ისევ აკრიტიკებს.
მარი იოვანოვიჩის შესახებ პრეზიდენტმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპმა გაიხსენა, რომ დიპლომატს კიევში ამერიკის საელჩოში მისი სურათის დაკიდება დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა.
ქვეყნის ლიდერის თქმითვე, იოვანოვიჩი ანგელოზი არ ყოფილა და ის პრეზიდენტის შესახებ ცუდად საუბრობდა, ამიტომ, ტრამპის აზრით, მას ელჩის შეცვლის სრული უფლება ჰქონდა.
მარი იოვანოვიჩი თანამდებობიდან მაისში დაითხოვეს. კონგრესში დაკითხვის დროს დიპლომატმა განაცხადა, რომ ის საეჭვო მოტივების და ყალბი ბრალდებების საფუძველზე გაათავისუფლეს.