logo
ENG



დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს და ყოფილ მრჩეველს სენატში იბარებენ

16 დეკ 201917:42
3 წუთის საკითხავი
 
incarhwsve8x4rp.jpg

შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს და ყოფილ მრჩეველს იბარებენ. კონგრესის ზედა პალატის დემოკრატებმა ოფიციალური წერილით მიმართეს უმრავლესობის ლიდერს და მილ მალვენისა და ჯონ ბოლტონის გამოკითხვაზე დაბარებისკენ მოუწოდეს. წერილი მიჩ მაკკონელს სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა გაუგზავნა. საუბარია მალვენისა და ბოლტონისთვის უწყისების გაგზავნაზეც. დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო მუხლები წარმოამდგენელთა პალატაში საერთო კენჭისყრაზე ამ კვირაში გავა. ერთ თვეში კი სენატში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სასამართლო დაიწყება. დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. 


close დახურვა