შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა. კონგრესმა გამოკითხული მოწმეების სტენოგრამების გამოქვეყნება დაიწყო. გასაჯაროვდა უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მარი იოვანოვიჩის ჩვენება. ის აცხადებს, რომ გაუჩნდა მუქარის განცდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც თეთრი სახლის წარმომადგენლების ქმედებებზე შეშფოთება გამოხატა. უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება უკრაინაში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეც წარმომადგენლის კურ ვოკერის ჩვენებაც.
დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა
05 ნოე 201912:24
3 წუთის საკითხავი