logo
ENG



დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საქმეში ახალი მნიშვნელოვანი ფიგურა გამოჩნდა

06 ოქტ 201921:14
3 წუთის საკითხავი
 
20sifdjepubxar8.png

აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი კვლავ განხილვის საგანია. მას შემდეგ, რაც გამოძიება კონგრესმა დაიწყო, შტატების პრეზიდენტისა და უკრაინის ლიდერის სატელეფონო საუბრის სკანდალთან დაკავშირებით ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. 

სკანდალური საჩივრის წერილის ავტორის მსგავსად, ისიც დაზვერვის სამსახურის თანამშრომელია. გავრცელებული ცნობით, ანონიმი მაღალჩინოსანი დეტალურ ინფორმაციას ფლობს იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც კონგრესის ქვედა პალატა სწავლობს. საქმე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარს უკავშირდება. მეორე ანონიმი მაღალჩინოსანი დაზვერვის გაერთიანების გენერალურმა ინსპექტორმა უკვე გამოკითხა, თუმცა, ამ საუბრის დეტალები გასაიდუმლოებულია.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო გამოძიება კონგრესის ქვედა პალატაში 24 სექტემბერს დაიწყო. საფუძველი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის ანონიმური წერილი გახდა. ავტორი წერდა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინელი კოლეგისგან პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.




close დახურვა