logo
ENG



დონალდ ტრამპმა ენტონი ფაუჩის მოხსნის შესახებ ტვიტი გააზიარა

13 აპრ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი შესაძლოა ახალ სკანდალში გაეხვიოს. პრეზიდენტმა ერთ-ერთი მომხრის ტვიტი გააზიარა, რომელშიც ენტონი ფაუჩის მოხსნაზე იყო საუბარი.

მანამდე ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ღიად თქვა, რომ მედიცინის ექსპერტების რეკომენდაციების დროულად გათვალისწინების შემთხვევაში ქვეყანაში უფრო მეტ ადამიანს გადაარჩენდნენ.

დღეიდან კარანტინის მკაცრი ზომები შემსუბუქდა ესპანეთში, სადაც არაერთი ბიზნესის წარმომადგენელს სამსახურებში დაბრუნების ნებართვა მისცეს. ხვალიდან მაღაზიათა ნაწილს გახსნის იტალიაც. 

10.000 ადამიანზე მეტია დაღუპული და დაახლოებით 84.000 ინფიცირებული გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყნის პრემიერი, რომელმაც საავადმყოფო უკვე დატოვა, რეაბილიტაციას რეზიდენციაში აგრძელებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს რუსეთი. რუსეთის დედაქალაქში შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის არის დაშვებული. შესასვლელების გარდა, პოლიციას გაძლიერებული პატრულირება აქვს მოსკოვის ქუჩებშიც. რუსეთში დღეს კოვიდ 19-ით ინფიცირების 2500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ქვეყნის მასშტაბით კი, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აწვდიან, დაახლოებით 18.000 ინფიცირების შემთხვევაა. 


close დახურვა