logo
ENG



დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესს გადატრიალების მცდელობა უწოდა

18 დეკ 201909:11
3 წუთის საკითხავი
 
2wlk1pfprxj14ee.jpg

დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესს  "გადატრიალების მცდელობა" უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტის განცხადებით,  წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა,  ნენსი პელოსიმ   ამერიკულ დემოკრატიას  ომი გამოუცხადა.

მკაცრი ბრალდებებით ტრამპი  მას შემდეგ გამოვიდა, რაც  კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე  კენჭისყრის წესი განსაზღვრა. პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ 6 გვერდიან  წერილში ის წერს, რომ დემოკრატები  2020 წლის არჩვენებზე დაისჯებიან.  წარმომაგდნელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებული კენჭისყრა დღეს გაიმართება. დემოკრატები ტრამპს  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

 


close დახურვა