logo
ENG



დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

21 დეკ 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
fisri8styxogos4.jpg

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

შეზღუდვები შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც გაზპრომს პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" დასრულებაში დაეხმარება.

მილსადენი რუსეთს საშუალებას მისცემს, გერმანიაში ბუნებრივი აირის ექსპორტი გაზარდოს, ვაშინგტონის შეფასებით კი, ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა გერმანია რუსეთის მძევლად აქციოს.

კანონპროექტის ხელმოწერით დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა შეერთებული შტატების სამხედრო კოსმოსური ძალების შექმნის შესახებაც. 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტი 738 მილიარდ დოლარს მოიცავს. 


close დახურვა