logo
ENG



დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

14 მარ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. განცხადება პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაა.

ვირუსთან საბრძოლველად ფედერალური მთავრობა 50 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად სპეციალური კანონპროექტი დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც. დოკუმენტი ტესტების ჩატარების დაფინანსებას და ანაზღაურებად შვებულებებს ითვალისწინებს.

შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ის 2 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 43 ადამიანი.


close დახურვა