logo
ENG



დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა

05 თებ 202013:23
3 წუთის საკითხავი
 

საიმპიჩმენტო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა. ყოველწლიურ გამოსვლაში მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება  და თქვა, რომ ქვეყანა კვლავ მსოფლიო ლიდერი ხდება, საიმპიჩმენტო პროცედურა კი არ უხსენებია.

გამოსვლა  სკანდალით დასრულდა. კონგრესში მისვლისას დონალდ ტრამპმა მისი იმპიჩმენტის ინიციატორს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს - ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა. საპასუხოდ პელოსიმ, რომელიც პრეზიდენტის ზურგს უკან იჯდა, მისი გამოსვლის დასასრულს  პრეზიდენტის  სიტყვის ტექსტი დახია. 

 


close დახურვა