განმეორებითი ტესტირების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიან გზებზე ილაპარაკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კოვიდ-19-ზე ტესტი რამდენიმე კვირის წინაც ჩაიტარა. მაშინ ტრამპმა ბრაზილიის დელეგაციას უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთ წევრს ვირუსი დაუდასტურდა.