დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში მესამე პრეზიდენტი გახდა, რომელსაც კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. დებატები წარმომადგენელთა პალატაში 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს, რესპუბლიკელები კი წინააღმდეგი წავიდნენ.
დონალდ ტრამპს წაყენებული აქვს ორი ბრალდება - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა. საბოლოო გადაწყვეტილებას სენატი მიიღებს, სადაც საიმპიჩმენტო სასამართლო უნდა გაიმართოს. ვინაიდან ზედა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, სავარაუდოდ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.