logo
ENG



დროა: ვგმობთ რუსეთის განცხადებას, ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი რევიზიონისტული ნაბიჯია

11 დეკ 202122:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/11/y9modmeeebffusi.png

პარტია დროა გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, გააუქმონ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს მოთხოვნა წარმოადგენს კიდევ ერთ შემაშფოთებელ რევიზიონისტულ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების დიალოგის გასაგრძელებლად, რუსეთმა NATO-ს "სთხოვა", უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემულ პირობაზე, რომ ისინი, ადრე თუ გვიან, გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები.

ეს წარმოადგენს კიდევ ერთ შემაშფოთებელ რევიზიონისტულ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან, რომელიც აჩვენებს თავის ჭეშმარიტ მოტივებს ნებისმიერი სახის "დიალოგში" დასავლეთთან. პარტია დროა ვგმობთ რუსეთის ამ ნაბიჯს და მტკიცედ გვჯერა, რომ ზუსტად ახლა არის შესაფერისი დრო, რომ თავისუფალმა სამყარომ დაიცვას თავისუფლება და დემოკრატია და დაუყოვნებლივ შესთავაზოს საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმები. დასაკარგი დრო არ არის", - წერია განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს გააუქმოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე.

"ევროპული უსაფრთხოების საფუძვლიან ინტერესში უნდა იყოს, რომ დაუყონებლივ გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წევრი ქვეყნების ვალდებულებასთან არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება, სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე" - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ქართული მხარეც გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი ამბობს, რომ ეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ გადაისინჯება და თავად ნატოსა და საქართველოს გადასაწყვეტია, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი.

NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მხარი დაუჭირეს დეკლარირებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.


close დახურვა