logo
ENG



დროა: იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ზუგდიდის მერია რესტორანს მოაწყობს

02 ივლ 202121:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/02/wne0vkry6mj14wt.jpg

ანაკლიაში იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ზუგდიდის მერიამ კაფე-რესტორნის მოწყობა გადაწყვიტა - ინფორმაციას პოლიტიკური ორგანიზაცია დროა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მდგარი შენობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აშენდა და თავიდანვე კაფე-რესტორნისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა 2013 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობაში იუსტიციის სახლის მოწყობა გადაწყდა.

„თუმცა, შემდეგ აზრი შეიცვალეს. ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ შენობაში ისევ რესტორნის მოწყობა აჯობებდა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2019 წლის 19 აპრილს შპს დამბასთან გააფორმა 2 129 650 ლარის ღირებულების ხელშეკრულება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, საუბარია, რომ აღნიშნული შპს-ს მფლობელი გიორგი ჯაბიძეა, მმართველი პარტიის შემომწირველი. დროას ინფორმაციით, ჯაბიძემ ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.

პოლიტიკური ორგანიზაციის ცნობით, კაფე-რესტორანი წელს უნდა გაიხსნას.


close დახურვა