დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. ,,საზღვრის’’ უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე გელა ტურინის ძე მებონია.
ინფორმაციას დროებით ოკუპირებლი აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევა 2 ივლისს გალის რაიონ სოფელ ბატიაგუარაში მოხდა.
"საქართველოს მოქალაქეს წინასწარი გამოძიების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
