უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვს კვლავ უკრაინული დრონები უტევენ.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დილისთვის უკვე 70-მდე დრონი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, საგანგებო სამსახურები მუშაობენ ლოკაციებზე, სადაც ფრაგმენტები ჩაცვივდა, სხვა დეტალები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
დრონების შეტევა რუსეთში შუაღამიდან დაიწყო, ვიდეოები ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს, ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ ხელისუფლებამ საჰაერო თავდაცვის სისტემა მოსკოვის ნავთობ-გადამამუშაევებელ ქარხანასთან ახლოს ხიდზე განალაგა.
დილიდან მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.
