logo
ENG



დრონებით შეტევის შედეგად რუსეთის ქალაქ ნოვოჩერკასკში მდებარე ელექტროსადგური გაითიშა

25 მარ 202413:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/25/5ld1yq4vzqan695.jpg

გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. დრონებით შეტევის შედეგად როსტოვის ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქალაქ ნოვოჩერკასკში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური გაითიშა. ადგილზე ხანძარი იყო. მწყობრიდან გამოვიდა სადგურის ორი ტრანსფორმატორი.

ადგილობრივები, სულ მცირე, 10 აფეთქების შესახებ ავრცელებენ ცნობებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, როსტოვის ოლქში 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.


close დახურვა