logo
ENG



დუბლირებული სამსახურები და ფიქტიური თანამდებობები - ოცნების მხარდამჭერთა დაფინანსების სქემა

07 ივნ 202019:46
3 წუთის საკითხავი
 

ათობით მილიონი პარტაქტივისთვის - ბოლო წლებში, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, იქმნება ახალი  სახელმწიფო სამსახურები და შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტიდან მათი დაფინანსებაც. 2014 წლიდან 2019 წლამდე მოქალაქეებს საჯარო სექტორში გაფორმებული ადამიანების შენახვა 238 მილიონი ლარით გაეზარდათ, აქ დასაქმებულთა რაოდენობამ კი თითქმის 50 პროცენტით იმატა.  

პანდემიის და მძიმე ეკონომიკური ფონის მიუხედავად, მთავრობა სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანების საკადრო პოლიტიკის გადახედვას არათუ გეგმავს, უფრო მეტიც, პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რითაც მუნიციპალიტეტებს სსიპ-ების დამოუკიდებლად შექმნის უფლება მიეცემათ და თუ ბოლო წლების ტენდენციას გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ  არჩევნების წინ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვის კვლავ გაზრდას უნდა ველოდოთ. 

მოქალაქეთა საჭიროებების  მიზნით შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები თუ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის დასაქმების ყველაზე მოსახერხებელი სქემა? როგორ იყენებს მართველი გუნდი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მაკონტროლებელ კანონში არსებულ ხარვეზებს და სად მიდის გადასახადების გადამხდელების ფული - ნახეთ „დროების“ რეპორტაჟში.


close დახურვა