NATO-ს ქვეყნებს შორის პოლონეთი იქნება პირველი, ვინც უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.
პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთმა ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მიიღო, უკრაინას უახლოეს დღეებში გაუგზავნიან.
"რაც შეეხება MiG-29 თვითმფრინავებს, რომლებიც კვლავ მუშაობენ პოლონური საჰაერო სივრცის თავდაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინას ვუგზავნით MiG-ებს." - განაცხადა დუდამ.
ვარშავამ ეს გადაწყვეტილება თავდაცვითი ალიანსისგან დამოუკიდებლად მიიღო. NATO-ს ქვეყნები ტანკების გადაცემის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინისთვის მძიმე იარაღის გადაცემისგან, როგორც ჩანს ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დუდასთან ერთად კიევისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
„ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი ქვეყნებია, რომლებიც აბსოლუტურ ავანგარდშია, როცა საქმე უკრაინის დახმარებას ეხება, როგორც ჰუმანიტარულ ასევე სამხედრო დონეზე“ - განაცხადა დუდამ.