საჭიროა, მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. მე მხოლოდ პოლონეთზე, მის მოსაზღვეებზე, ჩვენს მეზობელ ბალტიის ქვეყნებზე არ ვსაუბრობ. ვგულისხმობ სამხრეთ ევროპასაც. მჯერა, რომ მთელი აღმოსავლეთის ფლანგზე ჩვენ გვჭირდება გაძლიერება. ვფიქრობ და ამის შესახებ წინადადებით ნატო-ს გენერალური მდივნის წინაშეც გამოვედი. ნატო-ს მომავალ სამიტზე შეხვედრები უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინის, ნატო-საქართველოს ფორმატებში. ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, პეკინისკენ გზად შევჩერდი თბილისში და მას შევხვდი. ვესაუბრე უსაფრთხოების საკითხებზე. ისაა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც უკრაინას აღმოსავლეთით ესაზღვრება, ჩვენ კი - დასავლეთით. მინდოდა, მისი შეფასება მომესმინა.
ვფიქრობ, საქართველო სახელმწიფო ლიდერების დონეზე უნდა მოვიწვიოთ. უნდა შედგეს ნატო-საქართველოს ფორმატის შეხვედრა და ამავე დონეზე უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინის შეხვედრაც. ამ ქვეყნებისადმი სოლიდარობა უნდა ვაჩვენოთ და უნდა დავაფიქსიროთ, რომ მათ მარტო არ ვტოვებთ.