logo
ENG



დუდა დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთს მალე დაამარცხებს

24 აგვ 202418:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/z4gggpknn941u2a.png

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთს მალე დაამარცხებს.

მისივე თქმით, ოფიციალური კიევი საკუთარი თავისუფლების დაცვას შეძლებს. დუდა ამბობს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ცენტრალური ევროპის დამოუკიდებლობის დღეც არის, რადგან უკრაინის გარეშე რთულად წარმოსადგენია პოლონეთის, ლიეტუვის და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა.

დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის გვერდით იქნება და მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

პოლონეთის პრეზიდენტი კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.


close დახურვა