BBC-ის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა ბანდის ყოფილი მეთაური, 63 წლის დუეინ "კეფ დი" დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დუეინ დევისი ერთხმად სცნო დამნაშავედ სასიკვდილო იარაღის გამოყენებით პირველი ხარისხის მკვლელობაში.
63 წლის დევისს შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. სასჯელს სასამართლო ოქტომბერში განსაზღვრავს.
ცნობილ რეპერს, თუფაქ შაკურის, 1996 წელს ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და დაჭრეს, რამდენიმე დღეში რეპერი გარდაიცვალა.
