logo
ENG



დუმაში შეიტანეს პროექტი, რომელიც პროკურატურას მედიასაშუალებების დახურვის უფლებას მისცემს

06 აპრ 202221:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/r1v1796onfshrv3.jpeg

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში გენერალურ პროკურატურას შეეძლება, მედიასაშუალებების რეგისტრაციები გააუქმოს.

დოკუმენტის თანახმად, გენპროკურატურას უფლება ექნება როსკომნადზორისგან მოითხოვოს, უკან გაიწვიოს იმ მედიასაშუალებების ლიცენზიები, რომლებიც შეიარაღებული ძალების შესახებ "ფეიკებს" ავრცელებენ. გარდა ამისა, გენპროკურატურას ექნება უფლება, საზღვარგარეთ რუსული მედიასაშუალების დახურვის საპასუხოდ უცხოურ მედიასაშუალებებსაც აუკრძალოს მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჟურნალისტებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა სხვა გამოცემის მასალების გადმობეჭდვაზე, რომელიც შეიარაღებული ძალების შესახებ "არაზუსტ ინფორმაციას" შეიცავს. ამჟამად კანონი ათავისუფლებს რედაქციებს მსგავსი პასუხისმგებლობისგან.

როგორც გამოცემა Meduza წერს, მოქმედი კანონით მედიასაშუალების მუშაობის იძულებითი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.


close დახურვა