logo
ENG



დუმილი ისტორიულ გამარჯვებაზე

19 დეკ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის სრული დუმილი მთავრობის სხდომაზე ჰააგის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შესახებ ღარიბაშვილმა არაფერი თქვა. მთავრობის ოპონენტებს მიზეზის ამოცნობა არ გასჭირვებიათ - გადაწყვეტილება საფუძველს აცლის "ქართული ოცნების" მრავალწლიან პროპაგანდას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. 

ღარიბაშვილი დღეს დუმდა, მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს არქივი ინახავს. ჰააგის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გზავნილები ხელისუფლების რიტორიკის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომენტარი ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ქართული მხარე ცხინვალში მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა. 


close დახურვა