logo
ENG



დუმის დეპუტატი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს

08 ივნ 202218:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/exd4uxk9fx1vopx.jpg

დუმაში ერთიანი რუსეთის დეპუტატი ევგენი ფედოროვი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს. მან შესაბამისი კანონპროექტი დუმაში უკვე შეიტანა.

ინფორმაციას ამის შესახებ Ria Novosty ავრცელებს

ფედოროვი ამბობს, რომ სსრკ-ს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება უკანონოა, რადგანაც არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ და სსრკ-ს კონსტიტუციის რიგი მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული. მისივე მოსაზრებით, ლიეტუვაში სსრკ-დან გასვლის რეფერენდუმი არ ჩატარებულა და არ იყო დადგენილი გარდამავალი პერიოდი საკამათო საკითხების განსახილველად. კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა.


close დახურვა