logo
ENG



დუმის ყოფილი დეპუტატი: პუტინის ყოფილი მრჩეველი, კრემლის იდეოლოგი ვლადისლავ სურკოვი დააკავეს

11 აპრ 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/tfqjdi60dd75l2h.png

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის ილია პონომარიოვის განცხადებით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი და კრემლის იდეოლოგი ვლადისლავ სურკოვი დააკავეს. პონომარიოვის თქმით, ინფორმაცია მას "Z-წყაროებმა" მიაწოდეს.

"ვლადისლავ სურკოვი შინა პატიმრობაშია. ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები 2014 წელს დონბასში გაფლანგვის თაობაზე. თუმცა, თავდაცვის სამინისტროში სურკოვს არასდროს სწყალობდნენ და შესაძლოა ოცნება რეალობად გაასაღონ. მეორე მხრივ, პუტინმა სურკოვი დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლა. სურკოვმა ისე როგორც არავინ იცის რეალური სიტუაცია სეპარატისტულ ფსევდო რესპუბლიკებში და იქ ბევრი კავშირები ჰყავს. ასევე ახლო ურთიერთობა აქვს რუს „დონბასის ვეტერანებთან“. მესამე მხრივ, სურკოვი ყოველთვის ახლო ურთიერთობაში იყო. ველოდებით ინფორმაციის ან დადასტურებას ან უარყოფას", - წერს დუმის ყოფილი დეპუტატი.


close დახურვა