logo
ENG



დუშეთში 59 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ოქტ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
nxsxnonbcahzy1v.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დუშეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 59 წლის კაცს, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა