logo
ENG



დუშეთში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ბრალდებული

28 ივნ 202411:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/28/llez32pjj2lptm9.png

დუშეთში მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მძიმე დაზიანებების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებულია.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა