logo
ENG



დუშეთში სიძის იარაღით დაჭრის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

01 ივნ 202413:08
3 წუთის საკითხავი
 
დუშეთში სიძის იარაღით დაჭრის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დუშეთში სიძის დაჭრის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავა. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. 

გამოძიებით თანახმად, 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის ქმართან. დაპირისპირება ეზოში გაგრძელდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც სიძემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შსს-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა