logo
ENG



დღე არ გავა ვინმემ თავი არ მოიკლას - სახალხო მოძრაობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ

18 ოქტ 201913:22
3 წუთის საკითხავი
 
ptcpanclfbfaaoe.png

ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას იწყებს. "დაიცავით თქვენი შვილები" - ამ სახელწოდების მოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები, აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით, იმუშავებენ როგორც საზოგადოებასთან, ისე პარლამენტთან. 

ანა დოლიძე ამ საკითხთზე საპარლამენტო მოსმენასა და მსჯელობის დაწყებას ითხოვს. მოძრაობა კანონპროექტზეც იმუშავებს.

„პირველ რიგში მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ჯანდაცვის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც, ჩვენ გვექნება საშუალება მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რაიმე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებული სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ამ ბიზნესის დარეგულირება სპეციალურად არ ხდება.

„დღე არ გავა რომ ვინმემ თავი არ მოიკლას ამ აზარტული თამაშების გამო, ასევე ასეულ ათასობით ადამიანი ყოველდღე ფლანგავს დროს და დოვლათის შექმნის ნაცვლად ფაქტიურად ძარცვავს მის ოჯახს და ეს ხდება სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ამ ბიზნესის დარეგულირება არ მოხდა. კი ვერ მოხდა, არამედ არ მოხდა სპეციალურად. წლები გადის და ჩვენ ვკარგავთ ასიათასობით ადამიანის, როგორც ქონებას, ასევე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,“ - აცხადებს მოძრაობის წარმოამდგენელი.


close დახურვა