მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" კანცელარიის წინ სხდომის პარალელურად აქცია-პერფორმანსს გამართავს. აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, ამიტომაც მოძრაობის წევრები აღნიშნულს მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
"გვინდა რომ სხდომის პარალლეურად, მოვახდინოთ იმის დემოსტრირება, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია და უკვე კონკრეტული არგუმენტები, ფაქტებზე დაყრდნობილი იქნება წარმოდგენილი ჩვენს აქცია-პერფორმანსზე,"-განმარტავს აქტივისტი თამარ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" 20 ივნისს, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ხელისუფლებამ პარლამენტის წინ შეკრებილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ძალადობრივად დაარბია.