2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება. ინფორმაცია საპატრიარქომ ამის შესახებ ივნისის ბოლოს გაავრცელა.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, დროებითი დაკეტვის მიზეზი ისაა, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან ფაზაში გადადის.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საამონასტრო კომპლექსში ვიზიტორების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.