logo
ENG



დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვები მოხსნილია

05 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადადის. უკვე მოხსნილია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ბათუმსა და ქუთაისში, თუმცა, ეს არ ეხება კომენდანტის საათს. ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები, სადაც მგზავრების თერმოსკრინინგი გაგრძელდება. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე. ქუთაისში კი  განახლდება ინფრასტქურტურული სამუშაოები.

ქალაქ ბათუმში, ქალაქ ქუთაისში ავტოტრანსპორტით შესვა-გამოსვლის შეზღუდები იხსნება. ადგილიზე რჩება საკონტროლო საგუშაგო სამუშაოები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტრისთან ერთად გააკონტროლებს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტის მგზავრთა გადაადგილებას. ასევე გაგრძედება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. რაც შეეხება ქალაქ თბილისს და რუსთავს აღნიშნული შეზღუდვები არ იხსნება“,-განაცხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემაშვილის განცხადებით, ქუთაისში დღეიდან აღდგება ყველა ის სამუშაო, რომლებიც პანდემიის დროს შეჩერებული იყო.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან გაიხსნა ქალაქის ყველა შესასვლეი და გამოსასვლელი. ქალაქის მოსახლეობას ნებადართული აქვს გადაადგილება. ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის დროს შეჩერებული იქნა განახლდება, ჩვენ მიერ მოხდება მათი მონიტორინგი“,-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 5 მაისიდან ქალაქ ქუთაისსა და ბათუმში, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. აღნიშნულზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა 4 მაისს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

 


close დახურვა