logo
ENG



დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

01 ივლ 202109:17
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან, პირველი ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შევიდნენ.

წელს 38 ათასზე მეტი აბიტურიენტი 25 საგამოცდო სივრცეში გადანაწილდა. შენობაში შესვლამდე მათ დეზინფექცია და თერმოსკრინინგი გაიარეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, 20 აბიტურიენტი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა გამოცდაზე.  

"მუშაობის პროცესში აბიტურიენტებს დასჭირდებათ პირბადის ტარება. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებს, მათ, ვინც შეძლო კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე გამოცხადება, აუცილებლად დაინიშნება დამატებითი სესია", - თქვა მან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება. 

 


close დახურვა