logo
ENG



დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას - ოცნება კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

14 ნოე 201923:48
3 წუთის საკითხავი
 
d41lrapb766ya21.jpg

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. როგორც სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  გიორგი ბეგაძემ დაწერა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს პარტიას.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას," - წერს ბეგაძე.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულამ" ბეგაძესთან 11 ნოემბერს სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა და სწორედ „ფორმულასთან" განაცხადა ბეგაძემ პირველად, რომ აპირებდა თანამდებობის დატოვებას. 


close დახურვა