logo
ENG



დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

08 თებ 202109:04
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა. ამ დრომდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან ერთად, დედაქალაქში მეტროც ამუშავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან-პარასკევამდე, 21:00 საათამდე იმუშავებს.

ამავდროულად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იქნება შაბათ-კვირას. ამასთან, ძალაშია კომენდანტის საათიც. კერძოდ, აკრძალულია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება. 


close დახურვა