დღეიდან პირბადე როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირბადე კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
"დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა",- ტიკარაძემ.